ინჟინერ-ტექნიკოსი
შპს „ გრინ ტვ“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
ვაკანსიაზე შეუძლიათ მოგვმართონ როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა სპეციალისტებმა.
- კომპანია თავად უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი სწავლების მოკლე კურსს.
- გამოსაცდელი ვადა 2 კვირა
პირობები:
- ხელზე ასაღები ფიქსირებული ხელფასი თვეში საშუალოდ 1 500 - 2 000 ლარი,
- ფიქსირებულ ხელფას ემატება გამომუშავებული ბონუსი თითო აბონენტის საინსტალაციო სამუშაოს შესრულებიდან .
- ხელშეკრულების სამსახურში მიღების ხელმოწერის შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო დაზღვევას.
- უწყვეტი კომუნიკაციის მიზნით კომპანია უზრუნველყოფს თვეში ულიმიტო სასაუბრო წუთების მობილური ტელეფონის SIM ან eSim ბარათს
მოთხოვნები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სასურველია ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
- ქსელის მონტაჟი ( სააბონენტო ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა)
- ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
- უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია.
სასურველია:
- ტექნიკური განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი.
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@greentv.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინჟინერ-ტექნიკოსი