სააბონენტო პირობები

სააბონენტო პირობები

აბონენტს დროებით სარგებლობაში გადაეცემა მიმწოდებელის საკუთრებაში  არსებული  მოწყობილობა (ONT/ONU/STB) ინტერნეტ სერვისის მისაღებათ მანამდე სანამ აბონენტი ჩართულია მიმწოდებლის ინტერნეტ  ქსელში.

მოწყობილობა ექვემდებარება უკან დაბრუნებას მიმწოდებელზე იმ შემთხვევაში თუ აბონენტი  უარს ამბობს ინტერნეტ სერვისი მომსახურებაზე და მისი დაზიანების ან არ დაბრუნების შემთხვევაში აბონენტი   ღებულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მოწყობილობის ღირებულება კომპანიას 200 (ორასიი) ლარი .

იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია ძირითადი ინტერნეტ ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი რამაც გამოიწვია აბონეტზე ინტერნეტ მომსახურების შეფერხება, აღდგენით სამუშაოები ჩატარდება 48 საათის განვალობაში თუ ამას არ უშლის დაუძლეველი ძალა ( წვიმა, ქარიშხალი, დიდთოვლობა, წყალდიდობა, სამთავრობო ღონისძიება, საომარი მოქმედებები)

სააბონენტო გადახდა ხორციელდება ინტერნეტ ქსელში რეგისტრაციის არაუგვიანეს შემდგომ 1 დღის განმავლობაში და პირველი გადახდის შემდეგ მომდევნო გადახდა უნდა განხორციელდეს 30 დღის შემდეგ რათა აბონენტი არ გაითიშოს ინტერნეტ მომსახურების ქსელიდან. მიმწოდებელი იტოვებს უფლებას ცალმხრივათ  გაზარდოს  სააბონენტო გადასახადი  და არა უგვიანეს 20 დღისა შეატყოფინოს აბონენტს(შემსყიდველს) ტარიფის  ცვლილებასთან  დაკავშირებით  სატელეფონო ან ელექტრონულ ფოსტაზე ან კომპანიის საიტზე/პორტალზე ინფორმაციის  განთავსებით.

ინტერნეტის ხელშეკრულება  მოქმედებს მანამდე სანამ ერთ ერთი მხარე არ შეატყობინებს მეორე მხარეს მომსახურების ან შესყიდვის გაწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთ შეთანხმების  გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ როგორც კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ასევე სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ადგილზე მომსახურების სერვისი
აპარატურის გადაადგილება / რეორგანიზება გჭირდება: მომსახურების ფასი ფიზიკური პირებისთვის 40 ლარია , ხოლო იურიდიული პირებისათვის - მინიმალური 100 ლარი დღგ-ს ჩათვლით, მაგრამ დამოკიდებულია ფაქტობრის შესრულებულ სამუშაოზე 

მიიღე მომსახურება პირად საკუთრებაში არსებულ Wi-Fi მოდემზე
კომპანიის ინტენეტ მიმღებზე დამატებით აბონენტის პირად საკუთრებაში არსებულ Wi- Fi მოდემის დამატება და ნებისმიერი სახის კონფიგურაცია , მომსახურების ფასი შეადგენს 20 ლარს.

რა უნდა იცოდე:

პაკეტში მოცემულ სიჩქარეს გარანტირებულად მიიღებ პირდაპირი შეერთებით (კაბელით). სხვა შემთხვევაში, სიჩქარე დამოკიდებულია მოწყობილობაზე.

მომსახურების დროებითი შეჩერება / დაპაუზება

  • მომსახურების დროებით შეჩერება 2 თვით და მისი საფასური პაუზის დროს შეადგენს 30 ლარს
  • მომსახურების დაპაუზება შესაძლებელია ჩვენი ქოლ ცენტრის მეშვეობით (0422 24 24 44)
  • პაკეტის მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 2 თვის ამოწურვის შემდეგ და ბალანსზე არსებული თანხის ჩამოჭრა დაიწყება შესაბამისი საფასურის ტარიფით.

უფასო ინსტალაცია

შესაძლებლობა სწრაფად და უფასოდ ჩაერთოთ ჩვენს ტელეკომუნიკაციაში

სწრაფი სერვისი

სპეციალისტი ჩართავს სერვისს და გამართავს როუტერს

24/7 მხარდაჭერა

ჩვენი სპეციალისტები არასოდეს დაგტოვებენ კავშირის გარეშე

სტაბილური სიჩქარე

ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიმეტრიული სიჩქარე

გინდათ, რომ დაგიბრუნოთ ზარი?

ჩაწერეთ თქვენი ნომერი და ჩვენ დაგიკავშირდებით!

დაველოდები თქვენს ზარს!